სტანდარტის ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის
ინფორმაციული ტექსტი ( მაგ; დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
. ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. კითხვის პროცესში ცდილობს მხვედელობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
. მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
. სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს. . იცავს პუნქტუაციისა და მარლთწერის ნორმებს.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ; გამოფენა, ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან
სასკოლო ვებგვერძე განთავსება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
. განახორციელებს პროექტს.
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.
No comments:
Post a Comment