მე ვარ ზურაბ ბეროშვილი, რუსული ენის მასწავლებელი. ვცხოვრობ სოფელ წინანდალში. უკვე 14 წელია რაც აკურის სჯარო სკოლაში ვმუშაობ. ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი გატაცებაა ფეხბურთი. როდესაც საშუალება მომეცემა დასვენების დროს მოსწავლეებთან ერთად ვთამაშობ კიდეც, რაც მათ ძალიან ახალისებთ და დიდ სტიმულს აძლევთ იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით.
მყავს ოჯახი: მეუღლე და ერთი ვაჟი გიორგი 15 წლის. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის,რომ სამშობლოს კარგი ვაჟკაცი აღუზარდო.
No comments:
Post a Comment